Belive

ყატარისა და ეკვადორის მატჩში ორი ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ყატარის ნაკრები ეკვადორთან 0:2 დამარცხდა. სამხრეთამერიკელებმა ენერ ვალენსიას დუბლით იმარჯვეს.

მატჩში ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა - მუნდიალის მასპინძელმა ქვეყანამ ტურნირის გახსნით შეხვედრაში პირველად წააგო. აქამდე მასპინძელთა ანგარიშზე 16 მოგება და 6 ფრე იყო.

გარდა ამისა, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი გოლი პენალტიდან პირველად გავიდა.

ყატარი მომდევნო მატჩს 25 ნოემბერს, სენეგალის წინააღმდეგ გამართავს, ეკვადორი კი ამავე დღეს ნიდერლანდებს შეხვდება.

სხვა სტატიები