Belive

მუნდიალი 2022 | 22-ე სათამაშო დღე

1 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა. 17 დეკემბერს, 19:00 საათზე, მესამე ადგილისათვის ბრძოლაში, ხორვატიისა და მაროკოს დაპირისპირებას ვიხილავთ.

ხორვატიამ და მაროკომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ღირსეულად წარმოაჩინეს თავი და სრულიად დამსახურებულად იასპარეზეს 1/2-ფინალურ ეტაპზე, სადაც არგენტინასა და საფრანგეთთან დამარცხდნენ.

17.12.2022 - 19:00 ხორვატია Vs. მაროკო


ხორვატია Vs. მაროკო


ხორვატიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა:

ლივაკოვიჩი - სტანიშიჩი, გვარდიოლი, შუტალო, მაიერი, მოდრიჩი, კოვაჩიჩი, პერისიჩი, ორშიჩი, ლივაია, კრამარიჩი.

მაროკოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა:

ბონო – ჰაკიმი, ელ-იამიქი, დარი, ამრაბატი, ატია-ალა, ელ ხანუსი, საბირი, ზიეში, ენ ნესირი, ბუფალი.

1:0 - გვარდიოლი

1:1 - დარი

2:1 - ორშიჩი

  • გვარდიოლი 20 წლისა და 328 დღის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ხორვატი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა. მცველმა ივიცა ოლიჩის რეკორდი გააუმჯობესა.
  • პიტერ შილტონისა (1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატი) და დინო ძოფის (1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატი) შემდეგ, ლუკა მოდრიჩი გახდა მესამე ფეხბურთელი, რომელმაც 37+ ასაკში მუნდიალის ყველა მატჩში ითამაშა.

ზლატკო დალიჩი: ,,ეს არის ბრინჯაო ოქროს ბზინვარებით. ძალიან რთული მატჩი გამოვიდა, მაგრამ მედლები მთელი ხორვატიისთვის მოვიგეთ, ყველასთვის ვინც მხარს გვიჭერდა. ბოლო ორ მსოფლიო ჩემპიონატზე ორი მედალი მოვიპოვეთ.
მინდა, გამარჯვება ჩირო ბლაჟევიჩს (ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი 1994-2000 წლებში) მივუძღვნა, რომელმაც ეს ყველაფერი დაიწყო. ბოს, ეს შენთვისაა. ხუთი მედალიც რომ მოვიგო, ყველა მწვრთნელს შორის ყოველთვის მთავარი იქნები.
ჩვენგან ასეთ შედეგს ცოტა ადამიანი ელოდა. მუნდიალზე ბრინჯაოს მედალი შესანიშნავი მიღწევაა.''

ლუკა მოდრიჩი: ,,ოქროს მედალი გვინდოდა, რასთანაც ახლოს ვიყავით. შეგვიძლია, ვიამაყოთ ჩვენი თამაშით და სახლში გამარჯვებულები დავბრუნდეთ.
სანაკრებო დონეზე წარმატება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბედნიერი ვარ. გუნდი საგრძნობლად გაიზარდა და ახლა ჩვენი მოგება სასწაულად აღარ ითვლება.
ნაკრების მომავალი ნათელია, ზოგიერთმა ფეხბურთელმა მუნდიალზე პირველად ითამაშა და მედალი მოიპოვა. მე ამისთვის 12 წელი დამჭირდა, ყველაფერი გავიარე. მათ უნდა დააფასონ ის, რასაც მიაღწიეს.
ერთა ლიგაზე ხორვატიის ნაკრებში თამაშს გავაგრძელებ. ამის შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება.''

მატჩის მიმოხილვა:

სხვა სტატიები