Belive

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ყველაზე მეტი მაყურებელი პსჟ-ს მატჩს დაესწრო

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩებს საშუალოდ 42 751 ადამიანი დაესწრო, რაც ჯგუფურ ეტაპთან შედარებით 23%-ით მეტია.

ყველაზე მეტი, 65 574 მაყურებელი ატლანტაში, პარი სენ ჟერმენისა და ინტერ მაიამის შეხვედრას ესწრებოდა, ყველაზე ნაკლები - 20 030 კი ფლუმინენსესა და ინტერის მატჩს.

ოთხი თამაშის საშუალო მაჩვენებლით ამ მომენტისთვის ყველაზე ბევრი გულშემატკივარი რეალისა (64 906) და პსჟ-ს (62 630) შეხვედრებს ესწრება.

სტადიონებს შორის დასწრების საშუალო მაჩვენებლით მაიამის Hard Rock Stadium გამოირჩევა (55 099, საერთო ტევადობის 84%) - ამ არენაზე უკვე 8 მატჩი ჩატარდა.

დასწრების საშუალო მაჩვენებელი გუნდების მიხედვით:

  1. რეალი - 64 906

  2. პსჟ - 62 630

  3. ინტერ მაიამი - 54 800

  4. ატლეტიკო - 51 749

  5. ბოკა ხუნიორსი - 45 353

  6. ალ აჰლი - 45 333

  7. ბაიერნი - 44 735

  8. სიეტლი - 44 138

  9. პალმეირასი - 44 006

  10. მანჩესტერ სიტი - 43 617

სხვა სტატიები