Belive

ერნანდესისა და პაჩოსთვის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი დასრულდა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ-ჟერმენის ცენტრალურმა და მარცხენა მცველებმა, ვილიან პაჩომ და ლუკას ერნანდესმა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულეს. ფიფას დისციპლინარულმა კომიტეტმა, ფეხბურთელებს, 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიანიჭა.

საკლუბო მუნდიალის მეოთხედფინალში, მიუნხენის ბაიერნთან, პაჩომ და ერნანდესმა წითელი ბართები მიიღეს. ფიფას რეგლამენტში, პირდაპირ წითელი ბარათის მიღება მე-14 მუხლის 1 პუნქტის (ე) დარღვევაა, რაც 2-მატჩიან დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს. პაჩო მოედნიდან 82-ე წუთზე გააძევეს, ხოლო ერნანდესი – 90+2-ზე.

პსჟ რეალთან ნახევარფინალში ამ მცველების გარეშე იქნება და იმ შემთხვევაში, თუ პარიზელები ფინალში გავლენ, პაჩო და ერნანდესი 13 ივლისს ჩასატარებელ ფინალსაც გამოტოვებენ.

სხვა სტატიები