Belive

ვინისიუსმა მადრიდისტებს ბოდიში მოუხადა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვინისიუს ჟუნიორმა, მადრიდის რეალის გულშემატკივრებს, საჯაროდ მოუხადა ბოდიში. სეზონის პირველ 'ელ კლასიკოში, სანტიაგო ბერნაბეუზე, რეალმ ბარსელონა 2:1 დაამარცხა.

ვინისიუსს ბრწყინვალე თამაში ჰქონდა, თუმცა მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, ხაბი ალონსომ ბრაზილიელი მოედნიდან გაიყვანა. ამას ვინისიუს მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა - ის ღიად დაუპირისპირდა მწვრთნელის გადაწყვეტილებას და თავდაპირველად გასახდელისკენ გაემართა (შემდეგ დაბრუნდა).

დღეს მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა მადრიდისტას, 'ელ კლასიკოში' შეცვლის დროს ჩემი რეაქციის გამო. ისევე, როგორც ეს უკვე გავაკეთე დღევანდელ ვარჯიშზე, ასევე მინდა კიდევ ერთხელ მოვუხადო ბოდიში ჩემს თანაგუნდელებს, კლუბს და პრეზიდენტს.

ზოგჯერ ვნება მძლევს, რადგან ყოველთვის გამარჯვება და ჩემი გუნდის დახმარება მინდა. ჩემი კონკურენტუნარიანი ხასიათი გამომდინარეობს ამ კლუბის და ყველაფრის მიმართ სიყვარულიდან, რასაც ის წარმოადგენს.

გპირდებით, რომ ყოველ წამს გავაგრძელებ ბრძოლას რეალ მადრიდის საკეთილდღეოდ, როგორც ამას პირველივე დღიდან ვაკეთებდი. - ვკითხულობთ ვინისიუსის X-ზე

სხვა სტატიები