მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო სათამაშო დღე
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრები გაიმართა. დღევანდელი სათამაშო დღე ყაზახეთისა და ლიხტენშტეინის მატჩით გაიხსნა, სადაც მასპინძლებმა მარტივი გამარჯვება მოიპოვეს, ყაზახელებმა მეტოქე 4:0 გაანადგურეს.
დღეს, ალბათ ყველაზე დიდი სენსაცია ბელგიასა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩში დაფიქსირდა, ბელგიელებმა უამრავი მომენტის მიუხედავად გოლის გატანა ვერ მოახერხეს, მეტოქემაც ვერ აიღო მათი კარი და მატჩი უგოლო ფრედ დასრულდა.
საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა კილიან მბაპეს საოცარი თამაშით აზერბაიჯანი 3:0 დაამარცხა, კილიანმა 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა, მბაპეს გარდა გოლები რაბიომ და ტაუვინმა გაიტანეს.
This angle of Kylian Mbappé’s goal is so beautiful. 😍https://t.co/OO74Hsrw9J
— KM (@Kylian) October 10, 2025
გერმანიამ ლუქსემბურგის წინააღმდეგ მარტივი გამარჯვება მოიპოვა (4:0). კიმიხმა დუბლი შეასრულა, თითო-თითო გოლი კი გნაბრის და რაუმის ანგარიშზეა.
სანახაობრივი გამოდგა ისლანდიასა და უკრაინას შორის გამართული დაპირისპირება. უკრაინელები 1:3-ს იგებდნენ, ისლანდიამ დაუქამბექა და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ 2-ბურთიანი სხვაობა მაინც აღდგა და უკრაინამ საბოლოოდ 3:5 გაიმარჯვა. დუბლი შეასრულა მალინოვსკიმ, თითო-თითო გოლი კი გუცულიაკმა, კალიუჟნიმ და ოჩერეტკომ გაიტანეს. ისლანდიის მხრიდანაც ვიხილეთ დუბლი, აქ თავი ალბერტ გუდმუნდსონმა გამოიჩინა, ერთი გოლიც ელერტსონმა გაიტანა.
დანარჩენ 3 თამაშს რაც შეეხება, კოსოვო სლოვენიაში უგულო ფრე დაფიქსირდა, ჩრდილოეთ ირლანდიამ სლოვაკეთს 2:0 მოუგო, ხოლო შვედეთი შვეიცარიასთან 0:2 დამარცხდა. ამ უკანასკნელში 1 გოლი გრანიტ ჯაკამ, ხოლო ერთიც იოჰან მანზამბიმ გაიტანა.
All three points belong to Germany! 👏🇩🇪
— German Football (@DFB_Team_EN) October 10, 2025
📸 Imago#DFB #GermanFootball #GermanMNT pic.twitter.com/Br5ERaE5YN
- საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები
- სლოვენიის საფეხბურთო ნაკრები
- ბელგიის საფეხბურთო ნაკრები
- უკრაინის საფეხბურთო ნაკრები
- კოსოვოს საფეხბურთო ნაკრები
- ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრები
- სლოვაკეთის საფეხბურთო ნაკრები
- ისლანდიის საფეხბურთო ნაკრები
- აზერბაიჯანის საფეხბურთო ნაკრები
- მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
- ყაზახეთის საფეხბურთო ნაკრები
- შვეიცარიის საფეხბურთო ნაკრები
- შვედეთის საფეხბურთო ნაკრები
- გერმანიის საფეხბურთო ნაკრები
- ლუქსემბურგის საფეხბურთო ნაკრები
- ლიხტენშტეინის საფეხბურთო ნაკრები
- ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთო ნაკრები