მუნდიალი 2026 | გერმანიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.
26-კაციან განაცხადში მოხვდა მანუელ ნოიერი, რომელსაც ეროვნულ გუნდში ბოლოს 2024 წლის ივლისში ჰქონდა ნათამაშები.
გერმანიის ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები - ბაუმანი, ნოიერი, ნიუბელი
მცველები - ანტონი, ბრაუნი, რაუმი, რუდიგერი, შლოტერბეკი, ტა, ჩაუ
ნახევარმცველები - გროსი, კიმიხი, ნმეჩა, პავლოვიჩი, შტილერი, ამირი, გორეცკა
თავდამსხმელები - ჰავერცი, კარლი, მუსიალა, ვირცი, ბაიერი, ლევილინგი, სანე, უნდავი, ვოლტემადე
გერმანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე E ჯგუფში კურასაოს, კოტ დ'ივუარისა და ეკვადორის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.
ნაგელსმანის გუნდი პირველ შეხვედრას 14 ივნისს, კურასაოს წინააღმდეგ გამართავს.
🚨🇩🇪 OFFICIAL: Germany release full World Cup squad by Julian Nagelsmann. pic.twitter.com/qAXJ8RpL93
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 21, 2026