Belive

მოურინიოს დანიელე დე როსი შეცვლის?!

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"რომას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ჟოზე მოურინიოს დანიელე დე როსი ჩაანაცვლებს. აღნიშნულ ინფორმაციას, ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, დანიელე დე როსი "ჯალოროსის" მწვრთნელობის მთავარი პრეტენდენტია და რომაული კლუბი მასთან კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გააფორმებს.

შეგახსენებთ, "რომა" ჟოზე მოურინიომ და მისმა სამწვრთნელო შტაბმა დატოვა. მოურინიოს გათავისუფლების გადაწყვეტილება მფლობელებმა არასახარბიელო შედეგების გამო მიიღეს. პორტუგალიელი სპეციალისტი "ჯალოროსიში" 2021 წლის მაისიდან მუშაობდა. რომაულ კლუბში გატარებულ პერიოდში ჟოზემ კონფერენს ლიგის მოგება შეძლო. გარდა ამისა, მოურინიომ გუნდი ევროპა ლიგის ფინალშიც ათამაშა, სადაც "სევილიასთან" დამარცხდა.

დანიელე დე როსი "ჯალოროსის" ლეგენდაა. 2001-2019 წლებში, დე როსიმ "რომას" მაისური 459 შეხვედრაში მოირგო და 43 გოლის გატანა შეძლო. რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას, ის გაცილებით მოკრძალებულია. 2022 წლის 11 ოქტომბერს, დე როსი სერია B-ში მოასპარეზე "სპალის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, თუმცა, 2023 წლის 14 თებერვალს გუნდიდან გაუშვეს. გაშვების დროს, დე როსის გაწვრთნილი "სპალი", იტალიის რანგით მეორე დივიზიონში მე-18 პოზიციას იკავებდა.

სხვა სტატიები