მადრიდის რეალის სატრანსფერო სიახლეები - ჟოზეს პორტუგალიელების მოყვანა სურს
გავრცელებული ინფორმაციით, ჟოზე მოურინიომ 31 წლის ბერნარდო სილვა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ დაასახელა.
მომავალი მწვრთნელი პირადად დაუკავშირდა თანამემამულეს, გამომცემლობა „AS“-ის ინფორმაციით, სილვამ დროებით შეაჩერა მოლაპარაკებები ბარსელონასთან და მადრიდის ატლეტიკოსთან, მას შემდეგ რაც მოურინიუმ მას პირდაპირ მიმართა.
თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამჟამად არ არსებობს ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია, რომ მოურინიო „რეალ მადრიდის“ მთავარი მწვრთნელი გახდება ან რომ ბერნარდო სილვას ტრანსფერზე ოფიციალური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ეს ცნობები ჯერჯერობით მედიისა და სატრანსფერო ჭორების დონეზე რჩება.
თუ ეს ტრანსფერი მართლაც განხორციელდა, ბერნარდო სილვას გამოცდილება, ტექნიკა და უნივერსალურობა ნამდვილად შეიძლება მნიშვნელოვანი დამატება აღმოჩნდეს რეალის ნახევარდაცვისთვის.
🚨 𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: José Mourinho has personally contacted Bernardo Silva with a clear message: “𝙄 𝙒𝘼𝙉𝙏 𝙔𝙊𝙐 𝘼𝙏 𝙍𝙀𝘼𝙇 𝙈𝘼𝘿𝙍𝙄𝘿,” according to Diario AS.
— 433 (@433) June 11, 2026
The newly appointed Los Blancos manager highly values the Portuguese midfielder for his team-first mentality,… pic.twitter.com/mDMMteeffs
ბერნარდო სილვასთან ერთად მატეუშ ფერნანდეშიც ჟოზე მოურინიოს ერთ-ერთ მთავარ სატრანსფერო სამიზნედ განიხილება. ვესტ ჰემის ელიტიდან გავარდნის შემდეგ მოსალოდნელია, რომ პორტუგალიელი ნახევარმცველი კლუბს დატოვებს. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს მანჩესტერ იუნაიტედიც იჩენს, რის გამოც ზაფხულში მის გარშემო სერიოზული სატრანსფერო ბრძოლაა მოსალოდნელი.
🚨 BREAKING: José Mourinho has chosen his midfield target for Real Madrid.
— Kalshi Sports (@KalshiSports) June 11, 2026
🇵🇹 Mateus Fernandes is the midfielder Mourinho wants, with the Portuguese talent considered a priority signing for Los Blancos. pic.twitter.com/nnOusxHCgn
პორტუგალიელების გარდა, იწერება კიდევ ერთ ნახევარმცველზე - კლუბს ენცო ფერნანდესის დამატებაც სურს. არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი კვლავ ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ რჩება „სამეფო კლუბისთვის“, რომელიც ნახევარდაცვის გაძლიერებასა და სიღრმის დამატებას გეგმავს. ბუნებრივია, რომ ჩელსი ფეხბურთელის ტრანსფერისგან მაქსიმალური სარგებელი მიღებას აპირებს და მას მარტივად არ შეელევა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩელსი მზად არ არის ენცო ფერნანდესი იაფად დათმოს. რეალს არგენტინელის შესაძენად, საკმაოდ მაღალი თანხის გადახდა ან კლუბისთვის მისაღებ ფინანსურ პირობებზე შეთანხმება მოუწევს. წყაროების თანახმად, ჩელსი ითხოვს მნიშვნელოვან ბონუსებს, რომლებიც მადრიდის რეალის გუნდურ წარმატებებზე იქნება მიბმული, ისევე როგორც ეს 2019 წელს, ედენ აზარის ტრანსფერის დროს მოხდა.
Jose Mourinho wants Mateus Fernandes at Real Madrid, according to @FabrizioRomano. 👀
— Big Machyy🥶 (@Machyy2244) June 10, 2026
If there's any truth to that interest, it might not be the best news for Enzo Fernández.
Interesting times ahead for Enzo's future. 🇦🇷🤔 pic.twitter.com/FWDsp8iHUH