მოჰამედ სალაჰი გუნდში დააბრუნეს
მო სალაჰი დაბრუნდა - ლივერპულის ვარსკვლავი, ბრაიტონთან მატჩისთვის, ლივერპულის განაცხადში იქნება.
ეგვიპტელმა თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა, მწვრთნელ არნე სლოტთან მოლაპარაკება გამართა და როგორც ჩანს, შეხვედრამ დადებითად ჩაიარა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, სალაჰმა სკანდალური განცხადებები გააკეთა და მწვრთნელს ღიად დაუპირისპირდა. 'მგონია, რომ ავტობუსიდან ჩამაგდეს' - ეს სიტყვები სალაჰმა მას შემდეგ თქვა, რაც ზედიზედ 3 მატჩის განმავლობაში სათადარიგო სკამზე იჯდა.
კლუბის ინტერესების უგულებელყოფისთვის, სალაჰი დაისაჯა და სლოტმა ეგვიპტელი გუნდიდან მოკვეთა - ჩემპიონთა ლიგაზე, ინტერის წინააღმდეგ, სალაჰი განაცხადში საერთოდ არ იყო.
ჯერ არაა ცნობილი, საბოლოოდ როგორ გადაწყდება პრობლემა, თუმცა ფაქტია, რომ იქამდე, სანამ სალაჰი აფრიკის თასზე სათამაშოდ წავა, შაბათს, ბრაიტონის წინააღმდეგ თამაშის შანნსი ექნება.
🚨 𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: Mohamed Salah will return to the Liverpool matchday squad tomorrow after peace talks with Arne Slot at the club’s training ground, per multiple reports 🗞️ pic.twitter.com/7UCXd1FUdE
— 433 (@433) December 12, 2025