ირაოლამ დაადასტურა, რომ ბარკოლა ლივერპულში დებიუტისთვის მზადაა
ანდონი ირაოლა მზადაა, ბრედლი ბარკოლა, იფსვიჩის წინააღმდეგ, ძირითად შემადგენლობაში დააყენოს. ლივერპულმა ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერი, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორი დღით ადრე გააოფიციალურა და ამით, ფრანგი ფეხბურთელის გარშემო არსებული მიმდინარე საგა დასრულდა. ლივერპულის თავკაცის თქმით, ბარკოლა კარგ მდგომარეობაშია და არ გამორიცხა, რომ 23 წლის ფეხბურთელი, "პორტმან როუდზე" შეხვედრას, ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს. 44 წლის სპეციალისტი, პირველი ორი ტურის შემდეგ, ნიუკასლთან და ნოტინგემ ფორესტთან ნათამაშები ფრის შემდეგ, ლივერპულის მთავარი მწვრთნელის რანგში, პირველი გამარჯვების მოლოდინშია.
ბრედლით ძალიან კმაყოფილები ვართ. შეიძლება ითქვას, რომ ამ პოზიციაზე ძალაინ, ძალიან კარგი ფეხბურთელის შეძენა ჩვენი პრიორიტეტი იყო. ის სწორი განწყობით მოვიდა. მომეწონა, რომ ლივერპულში თამაში თავიდანვე სურდა. მას მხოლოდ აქ გადმოსვლა უნდოდა და ვფიქრობ, რომ ეს პირველი ნიშანია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ფეხბურთელია და რა ტიტულები აქვს მოგებული.
მან ჩვენთან ერთად უკვე ივარჯიშა. თუ დღევანდელ ვარჯიშზეც ყველაფერი კარგად ჩაივლის, ხვალინდელ მატჩში აუცილებლად ითმაშებს. - განაცხადა ირაოლამ პრესკონფერენციაზე
ბარკოლასთან ერთად, ლივერპულს ასევე ჟერემი ჟაკე, ვიქტორ მუნიოსი და რონალდ არაუხო შეუერთდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საყრდენ სახევარმცველისა და მარჯვენა მცველის დამატებაზე გუნდში გარკვეული შეკითხვები არსებობდა, ირაოლამ განაცხადა, რომ კლუბის სატრანსფერო საქმიანობით, ძალიან კმაყოფილია.
« Si tout se passe bien lors de l’entraînement aujourd’hui, BRADLEY 🇫🇷 SERA DISPONIBLE DEMAIN !!! » 😁❤️🤍
— Actu Foot (@ActuFoot_) September 3, 2026
Andoni Iraola, entraîneur de Liverpool, s’est dit très heureux de la signature de Barcola qui devrait être PRÊT POUR LE MATCH DE DEMAIN EN PREMIER LEAGUE face à Ipswich.… pic.twitter.com/ZrXoRkPtcz