Belive

ხვიჩა კვარაცხელია ტურის საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხფედფინალის პირველ შეხვედრაში პარი სენ-ჟერმენმა ლივერპული 2:0 დაამარცხა. პირველი გოლი მე-11 წუთზე დეზირე დუემ გაიტანა, ხოლო 65-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ფენომენალური ცრუმოძრაობების შემდეგ საოცარი სილამაზის გოლი შემოგვთავაზა. კვარა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა. თერთმეტეული ჩემპიონთა ლიგის გვერდმა შეადგინა.

სრულად, საუკეთესო გუნდი:

მეკარე: მანუელ ნოიერი (ბაიერნი)

მცველები: მარკინიოსი (პარი სენ-ჟერმენი), რობინ ლე ნორმანი (ატლეტიკო მადრიდი), მაქსიმილიანო არაუხო (სპორტინგი), იოსიპ სტანისიჩი (ბაიერნი)

ნახევარმცველები/შემტევები: ჟოაო ნევეში (პსჟ), იოზუა კიმიხი (ბაიერნი), კაი ჰავერცი (არსენალი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), ლამინე იამალი (ბარსელონა)

თავდამსხმელი: ხულიან ალვარესი

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ტურის საუკეთესოობისთვისაც იბრძოდა, მაგრამ აღნიშნულ ბრძოლაში მანუელ ნოიერმა აჯობა. ქართველის გარდა ნომინანტები ასევე იყვნენ: მანუელ ნოიერი, დავიდ რაია და ხულიან ალვარესი.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 12 გოლი და 8 საგოლე გადაცემა აქვს. ჩემპიონთა ლიგაზე კი კვარას 8 გოლი და 4 ასისტი დაუგროვდა.

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი პარი სენ-ჟერმენსა და ლივერპულს შორის 14 აპრილს, 23:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები