MLS-მა ლეო მესი დასაჯა
ინტერ მაიამის ფეხბურთელები, ლეო მესი და ხორდი ალბა, MLS-მა ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ ბარსელონას ყოფილმა მოთამაშეებმა "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მონაწილეობა არ მიიღეს.
მიზეზი MLS-ის წესია, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერ მოთამაშეს, რომელიც ლიგის წინასწარი თანხმობის გარეშე გამოტოვებს ყველა ვარსკვლავის თამაშს, არ შეუძლია მომდევნო საკლუბო მატჩში მონაწილეობა - მესი და ალბა ინტერ მაიამის 27 ივლისს, ცინცინატის წინააღმდეგ შეხვედრაში ვერ დაეხმარებიან.
კლუბის თანამფლობელმა, ხორხე მასმა პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე თავი არ შეიკავა და ლიგის ქმედებებს „დრაკონული“ უწოდა და განაცხადა, რომ მესი განსაკუთრებით განაწყენებულია სასჯელით.
MLS-ის ყველა ვარსკვლავის მატჩი ხუთშაბათს გაიმართა და MLS-ის ვარსკვლავებმა მექსიკის ლიგის საუკეთესოები 3:1 დაამარცხეს.