Belive

"ჯადოსნური ღამე იყო, ლეო მესისთან ერთად ვივახშმეთ და შემდეგ პსჟ-ში გადმოვიდა" - მარკო ვერატი

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ალ დუჰაილის იტალიელმა ფეხბურთელმა მარკო ვერატიმ La Gazzetta dello Sport-თან ისაუბრა. 32 წლის ნახევარმცველმა ლეო მესის ტრანსფერი გაიხსენა და იმ დეტალებზე გაამახვილა ყურადღება რაც საზოგადოებისთვის უცნობი იყო.

მესის ტრანსფერზე:

მახსოვს შესანიშნავი ღამე იყო, რომელიც ჯადოსნურად იქცა. იბიცაზე ვიყავით, ნეიმარი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ დღეს ლეო მესისთან ერთად ვივახშმებდით. მოკლედ იმ დღეს მაგიდასთან ვისხედით მე, ლეო, პარედესი, ნეი და დი მარია. ვსაუბრობდით, თავს მშვენივრად ვგრძნობდით და ლეოს ვეუბნებით, რომ პარიზში წამოვიდეს, ამის შემდეგ კი საღამოს ვემშვიდობებით და მეორე დღეს ვკითხულობთ, რომ მესის და ბარსელონას შორის პრობლემებია. შუადღეს ნეიმარმა დამირეკა და მითხრა: "მარკო, ლეო ჩვენთან მოდის". წარმოუდგენელი გრძნობა იყო, ვახშამზე ყოფნიდან დაწყებული თანაგუნდელობამდე დამთავრებული. ჯადოსნური საღამო გამოვიდა. - მარკო ვერატი

ლუის ენრიკესთან ურთიერთობაზე:

ყველგან იწერებოდა, რომ თითქოს პსჟ-დან იმიტომ წავედი, რომ ეს ლუის ენრიკეს სურდა. ეს ტყუილია. გარწმუნებთ, ეს გაცილებით ადრინდელ პერიოდს ეხება. ეს ყველაფერი ნასერ ალ-ხელაიფთან საუბრის შემდეგ გადაწყდა, როდესაც ვუთხარი, რომ ახალი გამოწვევისთვის მივდიოდი. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. - მარკო ვერატი

სხვა სტატიები