Belive

მიზანი ევროპაში თამაშია | ჟოაუ ფელიქსს ბარსელონაში დაბრუნება სურს

13 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანური გამოცემა 'Diario AS'-ის ცნობით, პორტუგალიელ შემტევს, ჟოაუ ფელიქსს ევროპულ ფეხბურთში დაბრუნება სურს, მისი მთავარი ოცნება კი კვლავ ბარსელონას მაისურის მორგებაა.

27 წლის ფეხბურთელს საუდის არაბეთის ალ ნასრთან მოქმედი კონტრაქტი ივნისში ეწურება, რის გამოც მისი აგენტი, ჟორჟე მენდეში, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობას უკვე დაუკავშირდა და ფელიქსის სურვილის შესახებ აცნობა. პორტუგალიელი მზადაა, ტრანსფერის განხორციელების სანაცვლოდ ხელფასი საგრძნობლად შეიმციროს და ბარსაში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდეს.

შეგახსენებთ, რომ ფელიქსს ბარსელონაში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს - იგი კატალონიურ გრანდში იჯარის წესით 2023/24 წლების სეზონში გამოდიოდა. იმ ხანმოკლე პერიოდში პორტუგალიელმა „ბლაუგრანას“ მაისურით ჩატარებულ 44 მატჩში 10 გოლის გატანა და 6 საგოლე გადაცემის შესრულება მოასწრო, თუმცა ფინანსური და ტაქტიკური მიზეზების გამო კლუბმა მისი გამოსყიდვა მაშინ ვერ შეძლო.

მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონასთვის ჟოაუ ფელიქსის დამატება ამ ეტაპზე პრიორიტეტულ მიზანს არ წარმოადგენს, მისი თავისუფალი აგენტის სტატუსით ხელმისაწვდომობამ და დაბალ ხელფასზე თანხმობამ შესაძლოა კატალონიელთა ხელმძღვანელობა სერიოზულად დააფიქროს. ფინანსურად შეზღუდული კლუბისთვის ასეთი კლასის შემტევის უფასოდ მოყვანა საკმაოდ მიმზიდველ სატრანსფერო შესაძლებლობად აღიქმება.

სხვა სტატიები