რონალდუს და: "პორტუგალიელი ხალხი არის დაუნახავი და საუკეთესოს არ იმსახურებენ"
კრიშტიანუ რონალდუს მიერ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების შეკრების სკანდალურად დატოვებასა და ნაკრებიდან წასვლას მისი ოჯახის წევრების მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ფეხბურთელის და, ელმა ავეირო, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კრიტიკულ პოსტს გამოეხმაურა და დაწერა: „აქ უკვე ყველაფერი ითქვა“.
რონალდუს დის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მკვეთრადაა გაკრიტიკებული პორტუგალიური ფეხბურთის ლიდერები, ადგილობრივი მედია და თავად საზოგადოება.
" რონალდუ მეტ პატივისცემას იმსახურებდა, ეროვნული ნაკრები კი - უკეთეს სტრუქტურას. პორტუგალიურ ჟურნალისტიკას მეტი კომპეტენცია და ნაკლები სპეკულაცია სჭირდებოდა.
რაც შეეხება პორტუგალიელ ხალხს... ნუ, ისინი არ იმსახურებენ, რომ რაიმეში საუკეთესო ჰყავდეთ. ჩვენ ვართ შურიანები, უპატივცემულოები, უმეცრები და ვიმსახურებთ იმ საშუალო დონესა და საშუალოზე დაბალ შედეგებში დაბრუნებას, რაც მის გამოჩენამდე ფეხბურთში ყოველთვის გვქონდა.
მადლობა ყველაფრისთვის, CR7! შენ მეტს იმსახურებდი!“ - ვკითხულობთ კრიშტიანუ რონალდუს დის განცხადებაში
ℹ️🇵🇹 Cristiano Ronaldo’s sister Elma shares the following message on Instagram by commenting “everything has been said here”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) September 30, 2026
“CR7 deserved more respect.
The national team deserved more structure.
Portuguese journalism deserved more competence and less speculation.
As for the… pic.twitter.com/gePBdM27FT
ეს ემოციური განცხადება ნაკრებში შექმნილ იმ ღრმა კრიზისს უკავშირდება, რომელმაც პორტუგალიურ ფეხბურთში იფეთქა. შეახსენებთ, რომ რონალდუმ ეროვნული გუნდის ბანაკი ერთა ლიგის მატჩის წინ მას შემდეგ დატოვა, რაც მთავარ მწვრთნელ ჟორჟე ჟეზუშთან უთანხმოება მოუვიდა - მწვრთნელმა ფორვარდი ნორვეგიასთან მატჩში სათადარიგოთა სკამზე დასვა და დიდი ხნით გასახურებლად ამყოფა, თუმცა მოედანზე არ შეიყვანა.
ამას მოჰყვა პორტუგალიური მედიის მხრიდან კრიტიკის ტალღა, რამაც 41 წლის ლეგენდარული კაპიტანი აიძულა, ნაკრები პროტესტის ნიშნად დაეტოვებინა.