მიშელ პლატინიმ ხვიჩა კვარაცხელიას ოქროს ბურთის მოგების შანსებზე ისაუბრა
გუშინ საღამოს, ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა მიშელ პლატინიმ, "Canal Football Club"-ის ეთერში ოქროს ბურთის მოგების საკუთარი ფავორიტები დაასახელა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯილდოს სამგზის მფლობელს, გამოკვეთილი ფავორიტი არ აურჩევია, ოქროს ბურთის მოგების მთავარ პრეტენდენტებს შორის, უპირატესობა ხვიჩა კვარაცხელიას მიანიჭა. პლატინიმ განაცხადა, რომ კვარაცხელიას, პსჟ-ს წარმატებულ სეზონში, ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. ქართველ ფეხბურთელთან ერთად, პლატინიმ ოქროს ბურთის მოგების ფავორიტთა საიში კილიან მბაპე, როდრი, ლამინ იამალი და ფაბიან რუისი შეიყვანა. ქართველზე საუბრისას მან თქვა:
ვფიქრობ, ის პარი სენ-ჟერმენს ჩემპიონთა ლიგის მოგებაში ძალიან დაეხმარა. შეიძლება, ამ მომენტში, ოქროს ბურთის გამოკვეთილი ფავორიტი არ გვყვას, ისე როგორც ადრე რონალდო და მესი იყვნენ, მაგრამ მასზე ფსონს ნამდვილად დავდებდი. ოთხი-ხუთი ფეხბურთელია, ვინც ამ ჯილდოს იმსახურებს. ის კი ერთ-ერთი მათგანია. - მიშელ პლატინი
პლატინის თქმით, 2026 წლის ოქროს ბურთისთვის ბრძოლა, ყველა ფავორიტ ფეხბურთელს შეუძლია და კვარაცხელიასთვის, მსოფლიო ჩემპიონატზე არ ყოფნა გადამწყვეტ დაბრკოლებად არ უნდა იქცეს. თავად პლატინისაც სამივე ოქროს ბურთი, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის გარეშე აქვს მოგებული.
❤️💙🎙️🇫🇷 Platini : "Je mettrais une petite pièce sur Kvaratskhelia Ballon d'Or 2026 ! Il a fait gagner la Coupe d'Europe au PSG." (Canal+) pic.twitter.com/oqvda0lu5r
— Paris No Limit (@Xparisnolimit) August 30, 2026