პარი სენ-ჟერმენმა ქულა გადაარჩინა - რა შეფასება დაიმსახურა კვარაცხელიამ?
8 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ლილი საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველი ტურის ცენტრალურ მატჩში პარი სენ-ჟერმენს დაუპირისპირდა და 2-ბურთიანი უპირატესობა გაანიავა. პარიზული გრანდი მარცხს ვიტინიასა (91) და მარკინისიოსის (95) გოლებით გადაურჩა და შეხვედრა, ფრედ 2:2 დასრულდა.
პარიზული გრანდის ქართველმა ვარსკვლავმა შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე მეორე ტაიმში, 46-ე წუთზე შევიდა. მინდორზე ყოფნის პერიოდში კვარამ მეტოქის კარისკენ 2-ჯერ დაარტყა, 2 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა და 26 ზუსტი პასი შეასრულა.
⏱️ 90+4’ - CAPITAINE MARQUINHOSSSS !!! 🔥#LOSCPSG 2️⃣-2️⃣ I #Ligue1 pic.twitter.com/CIe7BShxXV
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) August 28, 2026
სტატისტიკის მწარმოებელმა ავტორიტეტულმა პლატფორმებმა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შემდეგნაირად შეაფასეს:
Flashscore: 6.7
Sofascore: 6.4
Whoscored: 6.4