მიმდინარე სეზონში ერლინგ ჰოლანდს ფენომენალური სტატისტიკა აქვს
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მანჩესტერ სიტის ნორვეგიელმა ფორვარდმა, ერლინგ ჰოლანდმა მიმდინარე სეზონი საოცრად დაიწყო და ფენომენალური სტატისტიკა აქვს. 25 წლის ფეხბურთელმა კლუბისა და ეროვნული ნაკრების რიგებში ზედიზედ 12 მატჩში მოახერხა გოლების გატანა, რითაც კრიშტიანუ რონალდუს, კილიან მბაპეს და რადამელ ფალკაოს გადაუსწრო (სტატისტიკა 2000 წლიდან გატანილ გოლებს ეხება). ჰოლანდი ამ შედეგით რუუდ ვან ნისტელროის გაუთანაბრდა და მას მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკი უსწრებს, რომელიც ბაიერნში ყოფნის პერიოდში ზედიზედ 14 შეხვედრის განმავლობაში ახერხებდა გოლების გატანას.
ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ასევე გადაუსწრო ნეიმარს, დუვან ზაპატას, ლეო მესის და როი მაკაის. ერლინგ ჰოლანდს კარიერის განმავლობაში 390 მატჩი აქვს ჩატარებული და ამ დროის განმავლობაში 327 გოლი გაიტანა.