Belive

ავსტრიასთან გოლით მესიმ ისტორიული რეკორდი გაიმეორა

19 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის J ჯგუფის მე-2 ტურის შეხვედრაში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრია 2:0 დაამარცხა.

მატჩში დუბლი გაიფორმა ლეო მესიმ, რომელიც 18 გოლით მუნდიალის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

თავისთავად, ბომბარდირთა შორის ერთპიროვნულად გალიდერება დღის მთავარი მოვლენა იყო, თუმცა ლეომ გატანილი გოლით კიდევ ერთი რეკორდი გაიმეორა - მესი გახდა მხოლოდ მესამე ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც გოლის გატანა მსოფლიო ჩემპიონატის ზედიზედ 6 მატჩში შეძლო.

მესიმდე მუნდიალზე მსგავსი სერია მხოლოდ ორ ფეხბურთელს ჰქონდა დაფიქსირებული - ჟიუსტ ფონტენს 1958 წელს და ჟაირზინიოს 1970 წელს.

არგენტინელის რეკორდული სერია კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ავსტრალიასთან გოლით დაიწყო. მას შემდეგ კი ლეომ ნიდერლანდების, ხორვატიის, საფრანგეთის, ალჟირისა და ავსტრიის ნაკრებების კარი აიღო.

სხვა სტატიები