პეტერ შმეიხელი: ,,მესის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო''
16 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე, პეტერ შმეიხელი მიიჩნევს, რომ არგენტინისა და ავსტრიის მატჩში მსაჯს მესის პირველი გოლი უნდა გაეუქმებინა:
„არ ვაპირებ მესის ბრწყინვალება დავაკნინო, ვფიქრობ, ის ფანტასტიკური იყო. მაგრამ, ჩემი აზრით, პირველი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო. მოედნის ცენტრში მაკ ალისტერი ჯარიმდება. ჯარიმა უნდა დანიშნულიყო. ეს შეტევა გოლით დასრულდა. VAR-ს გოლი უნდა გაეუქმებინა. ეს მსაჯის მხრიდან აშკარა და ცხადი შეცდომაა.'' - პეტერ შმეიხელი
მსოფლიო ჩემპიონატის J ჯგუფის მე-2 ტურის შეხვედრაში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრია 2:0 დაამარცხა.
სკალონის გუნდი მომავალ მატჩს კვირას, 28 ივნისს, იორდანიის წინააღმდეგ გამართავს.
შმეიხელის კომენტარი: