"მიხარია, რომ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე" - იური ტაბატაძე
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 21-ე ტურის შეხვედრაში კადისმა ხიხონი 3:2 დაამარცხა.
იური ტაბატაძე მატჩში 64-ე წუთზე ჩაერთო და შესანიშნავი თამაშით 72-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, ამის შემდეგ გამომუშავებული თერთმეტმეტრიანი თავად შეასრულა და გოლიც გაიტანა.
მატჩის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა მედიასთან ისაუბრა:
კარგი თამაში იყო. ვფიქრობ ყველაფერს ვაკონტროლებდით. 3:0-ს ვიგებდით, მაგრამ ბოლოს კონცენტრაცია დავკარგეთ და სწორედ ამიტომ გავუშვით 2 გოლი. კარგია, რომ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე და 3 ქულა მოვიპოვეთ, წინა შეხვედრაშიც გავიტანე, თუმცა იქ ვერ მოვახერხეთ მოგება.
საქართველოში, ჩემს გუნდშიც მე ვასრულებდი პენალტებს და ეს უცხო ჩემთვის ნამდვილად არ ყოფილა, სტანდარტულების დროს ზეწოლას საერთოდ არ ვგრძნობ.
კარგია, რომ ჩვენს ოპტიმალურ ფორმაში ვართ, თამაშების მოგება უნდა გავაგრძელოთ, ახლა კი მომდევნო მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ. - იური ტაბატაძე
კადისი ლა ლიგა 2-ის ცხრილში 34 ქულით მე-5 ადგილზეა (9 მოგება, 7 ფრე, 5 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 18 იანვარს, ალბასეტეს წინააღმდეგ გამართავს.
ასევე გეტყვით, რომ იური ტაბატაძემ კადისის მაისურით ყველა ტურნირის ეგიდით მე-19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი/2 საგოლე გადაცემა უფიქსირდება