Belive

გოჩოლეიშვილის ტრავმა ნავარაუდევზე მძიმე აღმოჩნდა - როდის დაბრუნდება ქართველი მცველი?!

9 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და კადისის მარჯვენა მცველის, გიორგი გოჩოლეიშვილის ტრავმა ნავარაუდევზე მძიმე აღმოჩნდა - სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ გოჩოლეიშვილი ჯერ კიდევ ფეხის ფიქსატორითა და ყავარჯნით გადაადგილდება.

გიორგი გოჩოლეიშვილმა ტრავმა ლა ლიგა 2-ის ეგიდით, ალმერიასთან გამართულ მატჩში მიიღო და თავდაპირველად დამაიმედებელი პროგნოზი გავრცელდა, მაგრამ ქართველ მცველს ესპანური კლუბის 3 მატჩში არ მიუღია მონაწილეობა და ვერც საქართველოს ნაკრებს ეხმარება სექტემბრისა და ოქტომბრის მატჩებში.

გოჩოლეიშვილის ტრავმის სირთულის შესახებ კადისის მთავარმა მწვრთნელმაც ისაუბრა, რომელმაც დაადასტურა, რომ პროგნოზი უფრო მძიმეა, ვიდრე თავდაპირველად გავრცელდა. ალბერტ სელადესმა გიორგი გოჩოლეიშვილის დაბრუნების ზუსტი თარიღი ვერ დაასახელა, მაგრამ ცნობილია, რომ იმ დაზიანების (კოჭ/წვივის სახსრის ტრავმა) სრულად აღდგენას, რომელიც გოჩოლეიშვილს აწუხებს 2-6 კვირა სჭირდება.

ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 7 მატჩში კადისმა მხოლოდ 4 ქულის აღება შეძლო და სატურნირო ცხრილის მე-20 ადგილზე იმყოფება - გოჩოლეიშვილთან ერთად კლუბს იური ტაბატაძეც ვერ ეხმარება, რომელმაც მძიმე ტრავმა იანვარში მიიღო.