"უდიდესი დანაკლისია, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა" - კადისის მწვრთნელი ტაბატაძეზე
4 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კადისის ქართველმა შემტევმა, იური ტაბატაძემ მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანზე დაბრუნებას ამ სეზონში ვერ შეძლებს. ოფიციალურად დადასტურდა, რომ ტაბატაძემ მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა.
იური ტაბატაძის მძიმე ტრავმის შესახებ, კადისის მთავარმა მწვრთნელმა, გაისკა გარიტანომ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გუნდისთვის უდიდესი დარტყმაა.
ის ძალიან დიდხანს ვერ დაგვეხმარება. უდიდესი დარტყმაა, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ნებისმიერი კუთხით, რომ შევხედოთ ეს დიდი დანაკარგია. - გაისკა გარიტანო
შეგახსენებთ, რომ იური ტაბატაძე კადისს ზაფხულში შეუერთდა და ლა ლიგა 2-ში 6 გოლის გატანა შეძლო, რაც ამ სეზონის საუკეთესო შედეგია. ქართველი შემტევის ანგარიშზე სათასო მატჩებში შესრულებული 2 საგოლე გადაცემაცაა.