Belive

მეცის დირექტორი: ,,იმედი მაქვს, მიქაუტაძე დაბრუნდება''

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მეცის'' სპორტულმა დირექტორმა, პიერ დრეოსიმ, გიორგი მიქაუტაძის ფრანგულ გუნდში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა:

,,იმედი მაქვს, გიორგი დაბრუნდება, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ!

ინფორმაციები, რომლებსაც ბოლო პერიოდში სხვადასხვა გამოცემებში ვკითხულობ, ძალიან სწრაფად ვრცელდება...

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ის აქ რაც შეიძლება მალე ჩამოვიყვანოთ.'' - პიერ დრეოსი

ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც ამსტერდამულმა გუნდმა 16 მილიონ ევროდ იყიდა, ,,აიაქსის'' შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და მიმდინარე სეზონში სულ 9 მატჩში ითამაშა.

L'Equipe-მა რამდენიმე დღის წინ დაწერა, რომ მიქაუტაძე 29 დეკემბერს საფრანგეთში ჩაფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

23 წლის ფორვარდი ,,აიაქსში'' სწორედ ,,მეციდან'' გადავიდა, სადაც ამ სეზონში 3 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლის გატანაც შეძლო.

ლიგა 1-ის 17 ტურის შემდეგ, ,,მეცი'' 16 ქულით სატურნირო ცხრილის მე-14 პოზიციაზეა.

სხვა სტატიები