Belive

მეცის დირექტორი: "გიორგი მიქაუტაძემ შეიძლება დაგვტოვოს"

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფრანგული "მეცის" სპორტულმა დირექტორმა, პიერე დრეოსიმ ლიგა 1-ში დაბრუნებული გუნდის მომდევნო სეზონის გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლოა გუნდი გიორგი მიქაუტაძემ დატოვოს.

"ჩვენ უნდა ვენდოთ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც "მეცს" ფრანგული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნებაში დაეხმარნენ.

ამის შემდეგ, ლიგა 1 სხვა თვისებებს მოითხოვს, ამიტომ ვეცდებით გავაუმჯობესოთ ჩვენი ადამიანური რესურსი, თუმცა ეს რა თქმა უნდა, ფეხბურთელების გაშვების შეზღუდვით უნდა გავაეკთოთ, იმ შემთხვევაშიც კი თუ გიორგი მიქაუტაძე დაგვტოვებს.

ვფიქრობ, სულ 4 ან 5 ახალი ფეხბურთელი შემოგვიერთდება. შევეცდებით, რომ ცნობილ სახელსა და გვარზე აქცენტი გავაკეთოთ, მაგრამ ჯერ უნდა ვეცადოთ, რომ ბალანსი ვიპოვოთ სახელფასო ბიუჯეტში. მთავარია შევქმნათ, ისეთივე ძლიერი გუნდი, როგორც ეს წინა სეზონში გავაკეთეთ", - თქვა პიერე დრეოსიმ.

მიქაუტაძე, რომელმაც განვლილ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 40 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა, ევროპის ტოპ ჩემპიონატის წარმომადგენელი არაერთი კლუბის ინტერესთა სფეროშია, მათ შორის იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის გრანდის, ტურინის “იუვენტუსის”, თუმცა ყველაზე რეალური მისი პრემიერ ლიგაში დაბრუნებულ “ბარნლიში” გადაბარგებაა.

სხვა სტატიები