Belive

მეცი პსჟ-სთან დამარცხდა | კვარაცხელიას, წიტაიშვილისა და აბუაშვილის შეფასება

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-16 ტურში მეცი პარი სენ-ჟერმენს დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა.

მატჩში სხვადასხვა დროით მონაწილეობა სამმა ქართველმა ფეხბურთელმა მიიღო. მეცის შემადგენლობაში ძირითადში იყო გიორგი წიტაიშვილი, რომელმაც მე-80 წუთზე ეფექტური გოლი გაიტანა. წიტაიშვილი 85-ე წუთზე გიორგი აბუაშვილმა შეცვალა. ხვიჩა კვარაცხელია შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 30 წუთო გაატარა.

სტატისტიკის მწარმოებელმა პლატფორმებმა ქართველების თამაში შემდეგნაირად შეაფასეს:

გიორგი წიტაიშვილი

  • Flashscore: 7.2

  • Sofascore: 8.0

  • Whoscored: 7.6

გიორგი აბუაშვილი

  • Flashscore: 6.0

  • Sofascore: 6.4

  • Whoscored: 5.9

ხვიჩა კვარაცხელია

  • Flashscore: 6.7

  • Sofascore: 6.6

  • Whoscored: 6.2

სხვა სტატიები