,,თავს კარგად ვგრძნობ, რადგან, სხვებთან შედარებით, დასვენებისთვის მეტი დრო მქონდა'' - კვარაცხელია
3 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ხვიჩა კვარაცხელიამ ასტონ ვილასთან გამარჯვებისა და ევროპის სუპერთასის ზედიზედ მეორედ მოგების შემდეგ, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:
,,ამ საოცარ კლუბთან ერთად ტიტულის მოპოვება ყოველთვის სიამოვნებაა. რთული თამაში იყო, მაგრამ გავიმარჯვეთ და ვფიქრობ, ეს დავიმსახურეთ. კარგია სეზონის ტიტულით დაწყება და ბოლომდე ასე გავაგრძელებთ. ეს მხოლოდ დასაწყისია.
ვარ თუ არა ყველაზე კარგ ფორმაში? არ ვიცი, ვფიქრობ, ხალხმა უნდა თქვას ეს და არა მე გადავწყვიტო. მაგრამ, თავს ნამდვილად კარგად ვგრძნობ, რადგან, სხვებთან შედარებით, დასვენებისთვის მეტი დრო მქონდა. ნამდვილად ვგრძნობ, რომ კარგ ფორმაში ვარ, მაგრამ მუშაობის გაგრძელება მმართებს.
ახალ სეზონში, რა თქმა უნდა, ყველაფრისთვის ვიბრძოლებთ. ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის - ვიბრძოლოთ თითოეული ტიტულისთვის და ამას გავაკეთებთ, რადგან საოცარი გუნდი გვყავს.'' - ხვიჩა კვარაცხელია
უეფას სუპერთასის შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა ასტონ ვილა 2:1 დაამარცხა. მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ თავი გოლით გამოიჩინა.
პსჟ-ს რამდენიმე დღეში კიდევ ერთი ტიტულის მოგების შანსი ექნება - კვირას, 16 აგვისტოს, ლუის ენრიკეს გუნდი საფრანგეთის სუპერთასის შეხვედრაში ლანსს დაუპირისპირდება.
A well rested Khvicha Kvaratskhelia is a scary Khvicha Kvaratskhelia 😈
— Stan Sport Football (@StanSportFC) August 13, 2026
The 2025/26 Champions League Player of the Season has already started the new season in HOT fashion 🔥#StanSportAU #SuperCup pic.twitter.com/5UnZ6PvQyF