Belive

"ხვიჩა კვარაცხელია თუ დრის მერტენსი..." - ლავეციმ მარადონას შემდეგ საუკეთესო დაასახელა

22 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყოფილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ეზეკიელ ლავეციმ დიეგო მარადონას შემდეგ, ნაპოლის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. ლავეცი, რომელსაც თავადაც აქვს ნათამაშები ნეაპოლურ კლუბში საუკეთესოდ იგუაინი დაასახელა.

შედარებებში ქართველი ვარსკვლავიც ფიგურირებდა და როდესაც ერთმანეთს ხვიჩა კვარაცხელია და დრის მერტენსი შეადარეს, არგენტინელის აზრით ნაპოლიში უკეთესი ბელგიელი იყო.

სრულად გამოკითხვა ასე გამოიყურებოდა:

  • ხვიჩა კვარაცხელია თუ სკოტ მაკტომინეი - ხვიჩა კვარაცხელია

  • ხვიჩა კვარაცხელია თუ ხოსე კალეხონი - ხვიჩა კვარაცხელია

  • ხვიჩა კვარაცხელია თუ ლორენცო ინსინიე - ხვიჩა კვარაცხელია

  • ხვიჩა კვარაცხელია თუ ვიქტორ ოსიმენი - ხვიჩა კვარაცხელია

  • ხვიჩა კვარაცხელია თუ დრის მერტენსი - დრის მერტენსი

  • დრის მერტენსი თუ მარეკ ჰამშიკი - მარეკ ჰამშიკი

  • მარეკ ჰამშიკი თუ გონსალო იგუაინი - გონსალო იგუაინი

  • გონსალო იგუაინი თუ ედინსონ კავანი - გონსალო იგუაინი

  • გონსალო იგუაინი თუ ეზეკიელ ლავეცი - გონსალო იგუაინი

View this post on Instagram

A post shared by Prime Video Sport IT (@primevideosportit)

სხვა სტატიები