"პსჟ-ს თამაშიდან ყველაფრის გადმოღება მინდა" - იაია ტურე პარიზელთა თამაშით აღფრთოვანებული იყო
სლოვან ბრატისლავას მთავარმა მწვრთნელმა, იაია ტურემ, პარი სენ-ჟერმენთან მატჩის შემდეგ, კომენტარი გააკეთა და ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულები შეაქო. პარიზელებმა ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი, დამაჯერებლად დაიწყეს და სადებიუტო შეხვედრაში, სლოვაკური კლუბი გამანადგურებელი ანგარიშით, 6:1 დაამარცხეს. ამ შეხვედრას, ტურესთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან, ის გახდა პირველი აფრიკელი მწვრთნელი, რომელმაც გუნდს, ჩემპიონთა ლიგაზე უხელმძღვანელა.
კოტ-დ'ივუარელმა მწვრთნელმა აღიარა, რომ გუნდებს შორის სხვაობა საკმაოდ დიდი იყო და აღნიშნა, რომ მისმა ფეხბურთელებმა უფრო ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ყველაფერი გააწყვეს. ტურემ ისიც მიუთითა, რომ პარიზელთა თამაშიდან, ყველაფრის გადმოღება უნდა.
ამ პსჟ-დან, ყველაფერის გადმოღება მინდა. ისინი ნამდვილი მანქანები არიან - დაცვა, ნახევარდაცვა, თავდასხმა, ყველაფერი სრულყოფილად აქვთ. მათ პრესინგს ვერ დაუპირისპირებ. ერთმანეთში ძალიან კარგად არიან შეთამაშებულები. თუ მცირე შეცდომას მაინც დაუშვებ, ისინი მომენტალურად დაგსჯიან. - იაია ტურე
ახლა სლოვან ბრატისლავა, ყურადღებას ჩემპიონთა ლიგის მომდევნო შეხვედრებზე გადაიტანს და ეცდება, პარიზში მიღებული ტაქტიკური გაკვეთილები მომავალ შეხვედრებში გამოიყენოს. სლოვაკური კლუბი, ჩემპიონთა ლიგაზე, მომდევნო მატჩს, 14 ოქტომბერს, შტუტგარტის წინააღმდეგ გამართავს.
Slovan Bratislava head coach Yaya Toure hailed Paris Saint-Germain as a machine following his side's 6-1 Champions League defeat at the Parc des Princes 🔥https://t.co/0EK1W3l8zW
— GOAL (@goal) September 10, 2026