Belive

მესის კიდევ ერთი ტიტულის მოპოვების შანსი აქვს

20 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიონელ მესის ინტერ მაიამი, 17 სექტემბერს, საკუთარ სტადიონზე, "ჩემპიონების თასის" (Campeones Cup) ფინალურ მატჩში კრუს აზულს შეხვდება.

აღნიშნული ტურნირი, რომელიც 2018 წლიდან იმართება, MLS-ისა და Liga MX-ის (მექსიკის ჩემპიონატის) მოქმედ ჩემპიონებს შორის ტიტულს გათამაშებს. ინტერ მაიამიმ ადგილობრივი ჩემპიონატი 2025 წელს მოიგო, ისევე როგორც, მექსიკურმა კრუს აზულმა საკუთარი პირველობა.

„ჩემპიონების თასი“ CONCACAF-ის მიერ არ ორგანიზდება (შესაბამისად, არც ფიფას მიერაა ოფიციალურად აღიარებული) და იგი კომერციულ შეთანხმებას ეფუძნება.

Campeones Cup - ეს არის ტიტული, რომელიც 2018 წელს ერთობლივად შეიქმნა MLS-ისა და LIGA MX-ის მიერ. მონაწილეები მიწვევას პოპულარობისა თუ შემადგენლობაში არსებული ვარსკვლავების გამო არ იღებენ, მათ საამისოდ საკუთარი ჩემპიონატების მოგება უწევთ.

ამ მატჩს ამხანაგურის ელფერი ნამდვილად არ ექნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ მესის კარიერაში 49-ე ტიტულის აღმართვა შეუძლია. - ვკითხულობთ MLS-ის მიერ გავრცელებული განმარტების დამატებაში.

"კამპეონეს თასის“ გამარჯვებულები წლების მიხედვით:

  • 2018 - ტიგრესი

  • 2019 - ატლანტა იუნაიტედი

  • 2021 - კოლამბუს ქრიუ

  • 2022 - ნიუ იორკ სიტი

  • 2023 - ტიგრესი

  • 2024 - კლუბ ამერიკა

  • 2025 - ტოლუკა

სხვა სტატიები