მესიმ კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ჩემპიონების თასის შეხვედრაში (Michelob ULTRA Campeones Cup) ინტერ მაიამიმ კრუს აზული 2:0 დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.
მატჩში ანგარიში მესიმ თავური დარტყმით გახსნა - ეს გოლი ლეოსთვის ამერიკული გუნდის მაისურით საიუბილეო - მე-100 აღმოჩნდა. სიმბოლურია, რომ არგენტინელმა ინტერ მაიამიში პირველი გოლიც სწორედ კრუს აზულის წინააღმდეგ გაიტანა. თამაშის მიწურულს ლეომ საგოლე გადაცემაც მიითვალა - მისი ჩაწოდებული კუთხური კაზემირომ დააგვირგვინა.
Campeones Cup-ის მოგებით, მესის ტიტულების რაოდენობა 49-მდე გაიზარდა. უშუალოდ აშშ-ში კი ეს მისი მე-4 ტიტულია.
Campeones Cup არის ყოველწლიური სუპერთასი, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის ორ უძლიერეს საფეხბურთო ლიგის MLS-სა და LIGA MX-ს (მექსიკა) შორის იმართება.
ტურნირი 2018 წელს დაარსდა და მასში ერთმანეთს აშშ-სა და მექსიკის ჩემპიონები ხვდებიან.