,,მესი და მისი ოჯახი ლაპორტაზე ძალიან გაბრაზებულები არიან'' - ბარსელონას ვიცეპრეზიდენტი
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ბარსელონას ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ჟორდი მესტრემ, Sports360-ის პოდკასტში ლეო მესისა და ჟოან ლაპორტას ურთიერთობაზე ისაუბრა
,,მესისთან დაახლოებული ადამიანებისგან ვიცი, რომ ლეო და მისი ოჯახი ლაპორტაზე ძალიან გაბრაზებულები არიან. ის აზრი, რომ თითქოს, პრობლემა სადილით გადაიჭრებოდა, ტყუილია...
ვფიქრობ, ჩვენ მესისთვის რაც არ უნდა გავაკეთოთ, საკმარისი მაინც არ იქნება. ის, რაც მან მოგვცა, წარმოუდგენელია. ლეოსთან ერთად გამართული ტურნეები ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან მომგებიანი იყო. მართალია, დიდ ხელფასს იღებდა, მაგრამ სრულიად დამსახურებულად. მან კლუბს დიდი ფული მოუტანა. ბარსელონაში გადმოსვლა მსოფლიო დონის ვარსკვლავებს სურდათ, რადგან აქ ლეო თამაშობდა. მესისთვის რაღაც განსაკუთრებულს გავაკეთებდი, რათა მისი სახელი თაობიდან თაობას გადაეცეს, არ ვიცი, იქნებ, სტადიონის რომელიმე ტრიბუნა მისი სახელობის იყოს...'' - ჟორდი მესტრე
მესი ბარსელონაში 2004-2021 წლებში თამაშობდა. არგენტინელმა კატალონიური გუნდი 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და პარი სენ ჟერმენში გადავიდა.
🗣️ Jordi Mestre: "Me consta que Messi y toda su familia están muy enojados con Laporta"https://t.co/7NSHAlHhKf
— Diario SPORT (@sport) October 22, 2025