ტერ შტეგენი პრაღაში არ გაფრინდება | მეკარე ჟირონაში იჯარით გადადის
ბარსელონას 33 წლის გერმანელმა მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, კატალონიური გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის ქმედებების გამო, კლუბის შეცვლის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
MARCA-ს ცნობით, იმან, რომ ფლიკმა ჟოან გარსია რასინგის წინააღმდეგ, კოპა დელ რეის მერვედფინალში სასტარტო შემადგენლობაში დააყენა, გერმანელი მეკარე გუნდის დატოვებაში დაარწმუნა. ტერ შტეგენი მიხვდა, რომ სეზონის დარჩენილ მატჩებში სასტარტო შემადგენლობაში თამაშის შანსი არ ექნებოდა, თუ ესპანელი არ დაშავდებოდა.
გერმანელმა მეკარემ კლუბს წასვლის სურვილის შესახებ აცნობა და ივნისამდე ჟირონაში იჯარით გადასვლა ითხოვა. ის არ გამგზავრება პრაღაში, ჩემპიონთა ლიგის თამაშზე (პრაღის სლავიასთან) და ჟირონაში ტრანსფერს დაასრულებს.
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ბარსელონაში 2014 წლის ივლისიდან თამაშობს. მან 423 მატჩი ჩაატარა, 416 გოლი გაუშვა და 176-ჯერ კარი მშრალად შეინახა. კლუბთან მისი ამჟამინდელი კონტრაქტი 2028 წლის ივნისში იწურება. „ტრანსფერმარკეტი“ მეკარეს 7 მილიონ ევროდ აფასებს.
ამჟამად, ჟირონა ლა ლიგის ცხრილში 24 ქულით მე-11 ადგილზეა.
🚨🔴⚪️ Barcelona authorize Marc André ter Stegen to travel for medical tests at Girona today.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) January 20, 2026
Ter Stegen will join Girona on loan — no buy option clause, straight loan.
Here we go, confirmed. ✅ pic.twitter.com/s2LHfvx5VU