მესი ბარსელონაში ოჯახთან ერთად ჩაფრინდა
,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელი, ლეო მესი ბარსელონაში ჩაფრინდა. ინფორმაციას ესპანელი ჟურნალისტი, ჟერარ რომერო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, არგენტინელი ქალაქში ოჯახის წევრებთან ერთად 15 ჩემოდნით ჩავიდა. მათ აეროპორტი ჩუმად დატოვეს, რადგან არ სურდათ, რომ მედიის ყურადღება მიექციათ.
ამ ეტაპზე მესი ,,პსჟ-სთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. ბოლო დროს მისი კატალონიის ,,ბარსელონაში” შესაძლო დაბრუნების შესახებ კი სულ უფრო და უფრო მეტი იწერება.
მიმდინარე სეზონში ლეოს ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის” მაისურით ჩატარებულ 36 შეხვედრაში 20 გოლი და 19 საგოლე გადაცემაა.
❗️Lionel Messi and his family arrived in Barcelona through a secret door in the airport, as they did not want to be seen by the media. The player was wearing a cap, and had 15 suitcases.
— Barça Universal (@BarcaUniversal) April 22, 2023
— @gerardromero pic.twitter.com/Wr8o3e8SNS