Belive

გულიტი ლამინე იამალს: "მოკეტე და ფეხბურთი ითამაშე, ასე უფრო მაგარი იქნები"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა - რუდ გულიტმა, სეზონის პირველი 'ელ კლასიკოს' შემდეგ, ლამინე იამალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ესპანელის დიდი და პირველი გულშემატკივარია, თუმცა რაღაცები არ მოსწონს, რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს იმისათვის, რომ იამალი უკეთეს ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს.

'ლამინ, იცი შენ როგორც მიყვარხარ, დაჯილდოებაზე ჩემი ხელით გადმოგეცი ღირსეული პრიზი, რომელიც რა თქმა უნდა დაიმსახურე.

ერთი რჩევა მექნება, ელ კლასიკოს წინ განცხადებები ვნახე და ეს ყველაფერი ფეხბურთს არ უხდება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც შენი ნალაპარაკები და შედეგი ერთმანეთს ცდება.

გაჩუმდი და ისე განაგრძე ამ დიდებული სპორტით სიამოვნება. ასე შენ ბევრად უფრო ღირსეული და მაგარი იქნები. იმედია ეს შენთვის დიდი გაკვეთილი იქნება" - რუდ გულიტი

რუდ გულიტი ლეგენდარული ნიდერლანდების ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი იყო. მან წლების განმავლობაში: სამპდორიაში, ჩელსიში, პსვ-ში, ჰარლემში, ფეინოორდსა და მილანში ითამაშა, ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში კი 66 მატჩი აქვს ჩატარებული, რა პერიოდშიც 17 გოლის გატანა შეძლო.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, გულიტი 1996-1998 წლებში ჩელსის მთავარი მწვრთნელი იყო.

რუდ გულიტი 1987 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულია, 1988 წელს კი ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე მეორე პოზიცია დაიკავა.

სხვა სტატიები