Belive

გავი: "იმდენჯერ დავბრუნდები, რამდენჯერაც საჭირო იქნება, რადგან ბოლომდე დავიცვა ბარსელონა"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სამშაბათს ბარსელონამ კიდევ ერთი დარტყმა მიიღო - გავის ისევ ტრავმა აქვს. კლუბის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელს ოპერაცია დასჭირდა. მისი გამოჯანმრთელების პერიოდი, რომელიც თავდაპირველად რამდენიმე კვირას უნდა გაგრძელებულიყო, ახლა მკვეთრად გახანგრძლივდა. ნახევარმცველი თებერვლამდე თამაშს ვეღარ შეძლებს.

ოპერაციის შემდეგ, გავი თანაგუნდელებმა მოინახულეს, მოგვიანებით კი მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მისი ტრავმის სირთულეზე ისაუბრა.

"ვინც მიცნობთ, იცით, რომ იმდენჯერ დავბრუნდები, რამდენჯერაც საჭირო იქნება, რათა ბოლომდე დავიცვა ბარსელონა და ჩემი საყვარელი ადამიანები.

ნამდვილი ჩემპიონი ყალიბდება არა წარმატების მომენტებში, არამედ მაშინ, როდესაც დაცემის შემდეგ აღზევდება.

მადლობა ყველას გამამხნევებელი მესიჯებისა და სიყვარულისთვის!

Força Barça!"

- გავი

როდესაც გავი 30 აგვისტოს რაიო ვალეკანოს წინააღმდეგ დაშავდა, ოპტიმიზმი მაინც არსებობდა. ისინი ხუთ ან ექვსკვირიან არყოფნაზე საუბრობდნენ. ზოგი ფიქრობდა, რომ ფეხბურთელი ოქტომბრის შუა რიცხვებში დაბრუნდებოდა. თუმცა, კლინიკურმა პროგრესმა აჩვენა, რომ მკურნალობა ეფექტური არ იყო.

კლუბმა სამედიცინო დასკვნის გამოქვეყნება გადადო. ამ დაგვიანებამ ბარსას გულშემატკივრებში შეშფოთება გამოიწვია. საბოლოოდ, დადასტურდა ის, რისიც ბევრს ეშინოდა: გამოჯანმრთელების პერიოდი გაცილებით ხანგრძლივი იქნება - გავი 5 ან 6 თვე ვერ დაბრუნდება.

სხვა სტატიები