Belive

"მე ნამდვილად ვთქვი, რომ ბარსაში დავრჩებოდი" - უსმან დემბელე

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პსჟ-ში გადასვლის შემდეგ, უსმან დემბელე ტრანსფერის დეტალებზე ალაპარაკდა. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგულ კლუბში მისი სტატისტიკა სახარბიელო არაა, ფეხბურთელი სამშობლოში ყოფნით მაინც ბედნიერია. ცნობილია, რომ კატალონიურ კლუბს მისი შენარჩუნება სურდა და ჩავი მას ტაქტიკური მონახაზის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევდა. ფეხბურთელი საჯარო განცხადებებში აღნიშნავდა, რომ მას ბარსაში დარჩენა სურდა, თუმცა მალევე პსჟ-ში ტრანსფერი გაოფიციალურდა.

კილიან მბაპეს ჩემი გადარწმუნება არ უცდია, პარიზში იმიტომ ჩამოვედი, რომ ის ფრანგული კლუბია და მიყვარს. ვიცი, რომ ყოველთვის საუბრობდნენ ჩემ აქ გადმოსვლაზე. მყავს უამრავი მეგობარი, რომლებიც პსჟ-ს ქომაგობენ, მათ გამო ძალიან ბედნიერი ვარ და გადაწყვეტილების მიღებაც გამიმარტივდა. ნამდვილად ვთქვი, რომ ბარსელონაში დავრჩებოდი, მაგრამ პსჟ-სთან კონტაქტის შემდეგ დავრწმუნდი, რომ წავსულიყავი - უსმან დემბელე L'Equipe-თან ინტერვიუში

საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 10 მატჩში უსმან დემბელს ჯერ გოლი არ გაუტანია, თუმცა ამბობს, რომ ღამით მშვიდად სძინავს და თავდაჯერებულია. "ჩემს თამაშებს გატანილი გოლებით არ ვაფასებ. შეგიძლია გოლი გაიტანო და ცუდი თამაში გქონდეს, ვერ გაიტანო და მაინც ძალიან კარგი იყო" - აცხადებს ფრანგი ფეხბურთელი.

სხვა სტატიები