Belive

L'Équipe: "ოქროს ბურთის მოგების შემდეგ, დემბელემ ხელფასის გაზრდა მოითხოვა..."

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ფრანგული სპორტული გამოცემა "L'Équipe"-ს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც უსმან დემბელემ ოქროს ბურთი მოიგო, მეორე დღესვე პსჟ-ს მესვეურებს ხელფასის საგრძნობლად გაზრდა მოსთხოვა.

"L'Équipe"-ზე დაყრდნობით, 28 წლის ფრანგი შემტევი, მოგებულ ჯილდოს კლუბთან ახალი კონტრაქტის მოლაპარაკებებში ბერკეტად იყენებს.

დემბელე ამჟამად წელიწადში 18 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ხოლო მისი ამჟამინდელი კონტრაქტი პსჟ-სთან 2028 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. მხარეები უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებენ კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე - ფეხბურთელის წარმომადგენლები უფრო მაღალ ხელფასს ითხოვენ, რომელიც მისი, როგორც „ოქროს ბურთის“ მფლობელის სტატუსის შესაბამისი იქნება.

როგორც ცნობილი ხდება, პარიზული გრანდიც მზად არის, დემბელეს ხელფასი გაუზარდოს და იგი კლუბში კიდევ დიდი ხნით დაიტოვოს.

აქვე შეგახსენებთ, რომ დემბელე უკვე დიდი ხანია ტრავმირებულია და ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაუბრუნდება მოედანს.

სხვა სტატიები