ფლიკი: ,,ვერ ვიტყვი, რომ დღეს პარი სენ ჟერმენის დონეზე ვართ''
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა, პარი სენ ჟერმენთან წაგებული მატჩი შეაფასა:
,,35-ე წუთის შემდეგ თამაშს პსჟ აკონტროლებდა. მეორე ტაიმში ზოგიერთი ჩვენი ფეხბურთელი ძალიან დაიღალა - რაშფორდი, პედრი, დე იონგი... მათ მოედანზე ყველაფერი გააკეთეს. 1:1-ზე უფრო ორგანიზებული დაცვა გვჭირდებოდა. უნდა ვივარჯიშოთ და მოვუმატოთ, ასეთი მატჩები წინსვლაში გვეხმარება.
მნიშვნელოვანია, რომ თანმიმდევრულები 90 წუთის განმავლობაში ვიყოთ - მთელმა გუნდმა უნდა დაიცვას თავი და შეუტიოს. პსჟ-ში ყველამ იცის, როგორ გამოიყენოს სივრცე, ჩვენ კი ბევრი გვაქვს სასწავლი. მეტოქემ მოგება დაიმსახურა.
ვერ ვიტყვი, რომ დღეს პარი სენ ჟერმენის დონეზე ვართ, თუმცა ჩემი გუნდის მჯერა. წავაგეთ, მაგრამ გვინდა, რომ ჩვენს დონეს დავუბრუნდეთ, ამიტომ, ვარჯიში და მომატება გვჭირდება. ვნახოთ, რა შეცდომები დავუშვით.'' - ჰანს-დიტერ ფლიკი
ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში პარი სენ ჟერმენმა ბარსელონა სტუმრად 2:1 დაამარცხა.
პარიზულმა გუნდმა გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე გაიტანა, თავი გონსალუ რამოშმა გამოიჩინა.