Belive

კაი ჰავერცი: "არ გვაინტერესებს ფავორიტები ვართ თუ არა - ჩვენ ისინი უნდა გავანადგუროთ"

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

შაბათს, 30 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს პარი სენ ჟერმენი და არსენალი შეხვდებიან. პარიზული გრანდი, ისტორიაში მეორე ჩემპიონთა ლიგის მოგებას გეგმავს, არსენალი კი ჩემპიონთა ლიგაზე პირველ ტიტულს უმიზნებს.

მატჩის წინ ისაუბრა არსენალის გერმანელმა შემტევმა - კაი ჰავერცმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მას არ აინტერესებს არავის აზრი, გუნდის მიზანი მოედანზე გამოსვლა და პსჟ-ს განადგურებაა.

"დიდი მითქმა-მოთქმა და ვარაუდებია, რაც ჩემპიონთა ლიგის ფინალს არ უხდება. აქამდე მოვედით ორი ისეთი გუნდი, რომლებიც ვიმსახურებდით ამ ტიტულს, დანარჩენს კი ხვალინდელი დღე გადაწყვეტს.

ბევრი ადამიანი ჩვენ გვასახელებს ფავორიტად, ბევრიც პსჟ-ს, თუმცა ჩვენ არავის ვუსმენთ და არავის აზრი არ არის მნიშვნელოვანი, რადგანაც ჩვენი მთავარი მიზანი, მოედანზე გამოსვლა და მეტოქის განადგურებაა..." - კაი ჰავერცი

კაი ჰავერცს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 5 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 3 გოლის გატანა და 1 შედეგიანი გადაცემის შესრულება შეძლო.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება, რომელსაც 'პუშკაშ არენა' უმასპინძლებს. მატჩი სტარტს თბილისის დროით 20:00 საათზე აიღებს.

სხვა სტატიები