Belive

"მე არ მიმიღია არც წერილი, არც ფაქსი და არც ზარი ესპანეთიდან" - ბაიერნის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე

7 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის ბაიერნის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იან-კრისტიან დრეისენი ირწმუნება, რომ მაიკლ ოლისე გერმანულ გუნდში აუცილებლად დარჩება. ბოლო დღეებში და განსაკუთრებით მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ აქტიურად იწერებოდა ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ, კერძოდ მას სამეფო კლუბს უკავშირებდნენ, მაგრამ როგორც ირკვევა ჯერჯერობით ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

დრეისენმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარიც კი გააკეთა და თქვა, რომ არავინ დაკავშირებია:

მაიკლ ოლისესთან დაკავშირებით არავინ შემხმიანებია. მე არ მიმიღია არც წერილი, არც ფაქსი და არც ზარი ესპანეთიდან. მისი ბაიერნიდან წასვლა ამჟამად არ იგეგმება, ის რა თქმა უნდა გუნდში დარჩება. გასაოცარია, ამდენი ინფორმაციის გავრცელება, როდესაც თავად იცი სიმართლე. - იან-კრისტიან დრეისენი - მიუნხენის ბაიერნის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე

შეგახსენებთ, რომ მაიკლ ოლისე მიუნხენის ბაიერნში 2024 წელს კრისტალ პალასიდან გადავიდა, მისი ტრანსფერი მიუნხენურ გუნდს 53 მილიონი ევრო დაუჯდა, ამჟამად კი ფრანგი ფეხბურთელის ოფიციალური სატრანსფერო ღირებულება 170 მილიონი ევროა. აღსანიშნავია, რომ ოლისეს გერმანულ გუნდთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები