Belive

,,მე-60 წუთზე სიარული აღარ შემეძლო'' - ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელი

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბულგარეთის ეროვნული ნაკრების შემტევმა, ზდრავკო დიმიტროვმა, რომელმაც საქართველოსთან მოგებულ მატჩში 2 საგოლე გადაცემა შეასრულა, შეხვედრის შემდეგ ყურადღება ფიზიკურ დატვირთვაზე გაამახვილა:

,,როცა ასეთ სერიოზულ მეტოქესთან საკუთარი მაყურებლების წინაშე იმარჯვებ, ძალიან კარგი შეგრძნებაა.

ყველანი ბოლომდე დავიხარჯეთ - მე-60 წუთზე სიარული აღარ შემეძლო და მწვრთნელმა ჩემი შეცვლა გადაწყვიტა. კარგია, ახალგაზრდებს უნდა დავეყრდნოთ, მათ, ვისაც ეროვნული ნაკრები ადარდებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ნელ-ნელა ყველაფერი გამოსწორდება.'' - ზდრავკო დიმიტროვი

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო, მე-6 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან სტუმრად 2:1 დამარცხდა.

ვილი სანიოლის გუნდმა შესარჩევი ეტაპი 3 ქულით ჯგუფის მე-3 პოზიციაზე დაასრულა.

სხვა სტატიები