ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი: ,,ჩვენი ამოცანა გოლის არგაშვება იყო''
3 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბულგარეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ დიმიტროვმა საქართველოსთან მოგებულ მატჩზე ისაუბრა:
,,ჩემი ფეხბურთელები პატივისცემას იმსახურებენ. ისინი ცდილობდნენ ეთამაშათ გუნდურად, მაქსიმალური კონცენტრირებითა და თავდადებით. მიხარია, რომ ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო.
ჩვენ ძალიან სერიოზულ მეტოქეს ვეთამაშეთ, წინა ევროპის ჩემპიონატის მონაწილეს. ჩვენი ამოცანა კარის მშრალად შენახვა იყო, თუმცა კარგია, რომ ყველაფერი ასე დასრულდა.
ჩემს ფეხბურთელებს ვიცნობ, ვიცი მათ რა შეუძლიათ და აქ მუშაობას სწორედ ამიტომ დავთანხმდი. ვცდილობთ ძირითადი ბირთვი შევქმნათ. ტრავმებმა რაღაცები შეცვალა, მაგრამ ექსპერიმენტები არ ჩაგვიტარებია.'' - ალექსანდრ დიმიტროვი
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო, მე-6 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან სტუმრად 2:1 დამარცხდა.
ვილი სანიოლის გუნდმა შესარჩევი ეტაპი 3 ქულით ჯგუფის მე-3 პოზიციაზე დაასრულა.