საქართველოს ეროვნული ნაკრები სოფიაში ჩავიდა, სადაც ბულგარეთს შეხვდება
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრები სოფიაში ჩავიდა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩს გამართავს. წლის ბოლო შეხვედრაში ვილი სანიოლის გუნდი ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ტრავმის გამო ნაკრებთან ერთად სოფიაში საბა გოგლიჩიძე ვერ გაემგზავრა. ბულგარეთში ეროვნულ გუნდს მტკ ბუდეპაშტის 27 წლის მცველი, ილია ბერიაშვილი შეუერთდა, რომლისთვისაც ეს პირველი სანაკრებო გამოძახებაა.
17 ნოემბერს, თამაშის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გაიმართება. ბულგარეთი - საქართველოს მატჩი 18 ნოემბერს, სოფიაში, ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
- საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
- საქართველოს ეროვნული ნაკრები
- საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
- საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
- ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრები
- ბულგარეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
- ბულგარეთის ეროვნული ნაკრები
- საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
- ბულგარეთის ფეხბურთელთა ნაკრები
- ბულგარეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები