"ვარსკვლავები ჰყავთ, თუმცა აშკარაა რომ თამაში არ იციან" - ბულგარელი გულშემატკივრების გამოხმაურება
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო, მე-6 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან სტუმრად 2:1 დამარცხდა.
ვილი სანიოლის გუნდმა შესარჩევი ეტაპი 3 ქულით ჯგუფის მე-3 პოზიციაზე დაასრულა.
გთავაზობთ ბულგარელი გულშემატკივრების კომენტარებს საქართველოსთან გამარჯვების შემდეგ.
"ამ ნაკრებმა რანაირად მოგვიგო ბოლო თამაშები - მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ვარსკვლავები ჰყავთ, მათ თამაში კარგად ნამდვილად არ გამოსდით და იციან..."
"ამ მატჩის ერთადერთი დადებითი ფაქტი პირველი 30 წუთია. როდესაც კონტრშეტევებზე კარგად ვთამაშობდით, დანარჩენი შედეგი კი მეორე გუნდის დამსახურებაა, რომლებმაც უსუსური თამაში აჩვენეს."
"ძველი დრო დაბრუნდა - საქართველოსთან და მათი დონის გუნდებთან მოგება არასდროს გვიჭირდა, ბოლო პერიოდში კი მაგრად გვჩაგრავდნენ, ახლა ისევ ჩვენი დრო დადგა."
"ამოვკეტეთ კვარაცხელია და მათ ვერაფერი ვერ გააკეთეს - გუნდებმა საქართველოს ტაქტიკა შეისწავლეს, სწორედ ამიტომ არიან უსუსურები ქართველები ევროპის ჩემპიონატის შემდეგ."
"ჩვენები კარში ხშირად ვერ ურტყამენ, თუმცა ეს ქართველებისთვის საკმარისი აღმოჩნდა"
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 2025 წელი დაასრულა. 'ჯვაროსნები' საქმეში 2026 წლის მარტიდან 'ერთა ლიგის' ეგიდით ჩაერთვებიან.