მათეუსის პროგნოზი - ვინ გაიმარჯვებს პსჟ-სა და ბაიერნის მატჩში?
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი, ლოთარ მათეუსი პსჟ-სა და ბაიერნის შეხვედრის ფავორიტად მიუნხენურ კლუბს მიიჩნევს:
,,ერთმანეთს 2 წამყვანი ევროპული გუნდი ხვდება. ორივეში შესანიშნავი ფეხბურთელები თამაშობენ, მაგრამ პსჟ-ს არ ჰყავს კეინი, ოლისე, კიმიხი და ნოიერი...
ფრანგული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან კარგად ასპარეზობს, თუმცა ლიგა 1-ში უკვე არაერთი ქულა დაკარგეს და წააგეს კიდეც. ბაიერნი კი ბრწყინვალე ფორმაშია, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ფავორიტები პარიზელები არიან... ბაიერნის გამარჯვებას ვვარაუდობ, ანგარიში კი 2:1 იქნება.'' - ლოთარ მათეუსი
დღეს, ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში, პარი სენ ჟერმენი ბაიერნს უმასპინძლებს. მატჩი 00:00 საათზე დაიწყება. 3 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის პირველ-მეორე პოზიციაზე სწორედ ეს ორი გუნდია.
Lothar Matthäus
— ParisTeam (@Paristeamfr) November 4, 2025
"Paris ne compte pas de Kane, d’Olise, de Kimmich ni de Neuer. L’équipe de France a réalisé un parcours exceptionnel en Ligue des Champions jusqu’à présent, mais elle a déjà concédé des points et perdu un match en Ligue 1. Le Bayern est une machine bien huilée,… pic.twitter.com/NRHCapCBhx