ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინში პსჟ-ს სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
19 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში პარი სენ ჟერმენმა ნიუკასლს უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
შედეგად, ლუის ენრიკეს გუნდმა ლიგის ფაზაში მე-11 ადგილი დაიკავა და პლეი-ინში გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ეტაპზე მისი სავარაუდო მეტოქეები 21-ე პოზიციაზე გასული მონაკო ან მე-22 ადგილზე გასული ყარაბაღი იქნებიან.
უკვე ისიც ცნობილია, რომ მერვედფინალში გასვლის შემთხვევაში, პარიზული კლუბი ბარსელონას ან ჩელსის დაუპირისპირდება.
პლეი-ინის წილისყრა პარასკევს, 30 იანვარს გაიმართება, მატჩები კი 17-18 და 24-25 თებერვალსაა ჩანიშნული.
🚨 OFFICIEL ! 𝗟𝗘 𝗣𝗦𝗚 𝗔𝗙𝗙𝗥𝗢𝗡𝗧𝗘𝗥𝗔 𝗤𝗔𝗥𝗔𝗕𝗔𝗚 𝗢𝗨 𝗠𝗢𝗡𝗔𝗖𝗢 𝗘𝗡 𝗕𝗔𝗥𝗥𝗔𝗚𝗘𝗦 𝗗𝗘 𝗟𝗔 𝗟𝗜𝗚𝗨𝗘 𝗗𝗘𝗦 𝗖𝗛𝗔𝗠𝗣𝗜𝗢𝗡𝗦 !!! ⭐️❤️💙 pic.twitter.com/yVs3BuP9Vs
— Actu Foot (@ActuFoot_) January 28, 2026