მატჩის გმირი ზივზივაძე - რა შეფასება დაიმსახურა ბუდუმ ბაიერნთან?
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჰაიდენჰაიმი გერმანიის ბუნდესლიგის 32-2 ტურის შეხვედრაში ბაიერნს ესტუმრა. უხვგოლიანი მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა.
ქართველი ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში იყო და მეტოქეს პირველივე წუთიდან უტევდა - ზივზივაძემ ბაიერნის წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა და ჰაიდენჰაიმის ქულაში ლომის წილი დაიდო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი 76-ე წუთზე გატანილი ულამაზესი გოლი აღმოჩნდა.
ბუდუ ზივზივაძის თამაში სტატისტიკის მწარმოებელმა ავტორიტეტულმა პლატფორმებმა შემდეგნაირად შეაფასეს:
Flashscore: 8.6
Sofascore: 8.2
Whoscored: 8.3
We fought back 👊 pic.twitter.com/LhhvzTGxOM
— FC Bayern (@FCBayernEN) May 2, 2026
შეგახსენებთ, რომ ჰაიდენჰაიმის ქართველმა შემტევმა უკანასკნელ 4 მატჩში 5 გოლის გატანა შეძლო.