ლუის ენრიკე: ,,მოგებასაც ვიმსახურებდით, წაგებასაც და ფრესაც''
14 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ბაიერნთან მოგებული მატჩი შეაფასა:
,,ასეთი ინტენსივობა და ფიზიკური მომზადების დონე ჯერ არასდროს მინახავს... მეტოქესა და ფეხბურთელებს მადლობა უნდა გადავუხადოთ. როდესაც ანგარიში 5:2-ია, მოწინააღმდეგე ძალიან დიდ რისკზე მიდის - ბაიერნი უმაღლესი დონის გუნდია. რთული შეხვედრა იყო და განმეორებითი მატჩიც ასეთივე იქნება. ამით სიამოვნება უნდა მივიღოთ და გავიაზროთ, რომ ეს მხოლოდ მე-3 თამაშია, რომელიც მათ მთელი სეზონის განმავლობაში წააგეს.
ძალიან ბედნიერები ვართ. ვფიქრობ, მოგება დავიმსახურეთ, თუმცა ფრესაც ვიმსახურებდით და წაგებაც კი სამართლიანი იქნებოდა, რადგან ეს მატჩი უბრალოდ წარმოუდგენელი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ერთი კილომეტრიც კი არ მირბენია, ძალიან დავიღალე. ამ მატჩს ყველაფერი ჰქონდა - ბევრი აღმასვლა და დაღმასვლა. ახლა ის მომენტია, როცა უნდა მივულოცოთ ფეხბურთელებს, ორივე გუნდს და ყველა აქ მყოფს.
თამაში უნდა გავაანალიზოთ. რა თქმა უნდა, არის ასპექტები, რომელთა გაუმჯობესებაც შეგვიძლია. 4 გოლი გავუშვით და გამოსასწორებელი ბევრია. ძალებს აღვიდგენთ, ვიფიქრებთ ჩემპიონატზე, შემდეგ კი მომავალ კვირაზე გადავიტანთ ყურადღებას. ვფიქრობ, წინ კვლავ მსგავსი თამაში გველოდება.
რა იქნება საჭირო საპასუხო მატჩში? ჩემს ასისტენტებს ვკითხე, რამდენი გოლის გატანა დაგვჭირდება და 3-ზე შევთანხმდით. ეს ის სტადიონია, რომელსაც ჩვენთვის ბევრი ბედნიერი მოგონება უკავშირდება - ჩვენი პირველი ჩემპიონთა ლიგა სწორედ იქ მოვიგეთ. ჩვენ მიუნხენში მატჩის მოსაგებად წავალთ.'' - ლუის ენრიკე
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა ბაიერნს უმასპინძლა და 5:4 დაამარცხა.
გუნდებს შორის საპასუხო მატჩი ოთხშაბათს, 6 მაისს, მიუნხენში გაიმართება.